კულტურის სამინისტრო პროექტით „ცოცხალი წიგნები“ ახალ სეზონს იწყებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალ სეზონს იწყებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, დღეს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტ გიორგი არაბულს დაეთმობა.

1-ელი თებერვლიდან, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს მასპინძლობს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით აცნობენ. ბილეთის ფასი 7 ლარია და მისი შეძენა მსურველებს მარჯანიშვილის თეატრის სალაროში შეუძლიათ. ქართველი მწერლების მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

”საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 იანვარს, „დედაენის დღეს’’ დაიწყო. პროექტი, რომელშიც 75 მწერალია ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, - ამჟამად, „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრებს მართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო - სპექტაკლის სახით გაეცნობა. პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები“ გამოიცემა. პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი - მარიამ წიკლაური”, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი ”ცოცხალი წიგნები“ საზოგოდოებრივი მაუწყებლის ჯილდოს ”წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში“ მფლობელი გახდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა