„კინგსმა“ ინგლისური ენის მოსამზადებელი ტესტების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა

„კინგსმა“ თბილისის მედიათეკაში სპეციალურად „კინგსელებისთვის“ შექმნილი წიგნის - ინგლისური ენის მოსამზადებელი ტესტების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ „კინგსის“ ინგლისური ენის ოლიმპიადის გასული სეზონის გამარჯვებული მონაწილეები.

„კინგსის“ თაობის ეს წარმატებული მოსწავლეები სამწლიანი განვითარების პროგრამის ფარგლებში უკვე გახდნენ „კინგსის“ ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსის მფლობელები. ამ სტატუსის შესაბამისად, მათ პირველებს გადაეცათ „კინგსელის“ ექსკლუზიური სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს ერთგულ გზამკვლევს წარმატების გზაზე“, - აცხადებენ „კინგსში“.

მათივე განმარტებით, 6 ნოემბერს, ინგლისური ენის ოლიმპიადის მე-2 ტურზე, მთელი საქართველოს მასშტაბით 37 ქალაქში 20 000-ზე მეტი „კინგსელი“ მიიღებს „სპეციალურად მოსწავლის განვითარებისთვის შედგენილ ამ ექსკლუზიურ წიგნს“.

„ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცედენტო მასშტაბების მქონე ეს მოვლენა ესმახურება „კინგსის“ მთავარ მიზანს - ავამაღლოთ ზოგადი განათლებისა და წიგნიერების დონე მოსწავლე-ახალგაზრდებში“, - განმარტავენ „კინგსში“.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა