არჩილ გამზარდია - დროა ყოფილმა ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ ქვეყანას მართავს მათზე არანაკლებად გაიძვერა და პოლიტიკური პროპაგანდის მცოდნე ხელისუფლება

ექსპერტი არჩილ გამზარდიას აზრით, დროა ყოფილმა ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ დღეს ქვეყანას მართავს მათზე არანაკლებად გაიძვერა და პოლიტიკური პროპაგანდის მცოდნე ხელისუფლება, ამიტომაც უნდა გადავიდნენ საქმიან ოპონირებაზე და მოეშვან ჩვეულ დემაგოგიას.

"უახლოესი ოთხი წლისთვის საზოგადოება თუ არ ჩამოვყალიბდებით იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ტაში იმაში კი არ დავუკრათ, რამდენად ენამოსწრებულად დასვამენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავიანთ ადგილას (რაც ვაღიარებ, რომ ჩემზეც შთამბეჭდავად მოქმედებს), არამედ მოვითხოვთ, ყველა დასმულ კითხვას, თუნდაც დემაგოგიურს, პასუხი გასცეს, ვშიშობ, ეს ოთხი წელი პოლიტიკურ სატირაში გადავა. ჩვენი მოქალაქეობრივი თუ სახელმწიფოებრივი ინტერესის შესრულების ნაცვლად კი, მივიღებთ ხელისუფლებას, რომელთა წევრები მხოლოდ პირად ინტერესებს აისრულებენ, ხოლო პრობლემური შეკითხვების დასმის დროს, ყურადღებას მომენტალურად "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით გადაიტანენ“ - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

მისი თქმით, საზოგადოების წარმომადგენლებს ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობა არ აქვთ, ჩინოვნიკები ჩაკეტილები არიან და საზოგადოებას არ ესაუბრებიან. „ახლა დებატებზეც არ დადიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არავის გვესაუბრებიან - "ქართულ ოცნებას" დიალოგის რეჟიმი დაკეტილი აქვს. ამიტომ მთელი უბედურება ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" იმედზეღა ვრჩებით, რომ ვინმე რაიმე თემებს წამოწევს, რათა ხელისუფლებას პასუხები მოსთხოვოს“, - აცხადებს გამზარდია.

მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს პასუხები თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასმულ საკითხებზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გასაგონად კი, ანალიტიკოსი ამბობს, რომ მოეშვან პოლიტიკურ დემაგოგიას, თორემ "ქართული ოცნება" მათ ისევე ააგდებს და დაამუშავებს, რომ საზოგადოების რისხვას კვლავ მათკენ მიმართავს.

„დროა ყოფილმა ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ დღეს ქვეყანას მართავს მათზე არანაკლებად გაიძვერა და პოლიტიკური პროპაგანდის მცოდნე ხელისუფლება, ამიტომაც გადავიდნენ საქმიან ოპონირებაზე და მოეშვან ჩვეულ დემაგოგიას", - აცხადებს გამზარდია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის