თბილისში დეკემბრის თვეში MAN-ის ფირმის კიდევ 25 ახალი ავტობუსი შემოვა

თბილისში დეკემბრის თვეში MAN-ის ფირმის კიდევ 25 ახალი ავტობუსი შემოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

შეკითხვაზე, 30 მლნ ევროს ღირებულების პროექტის ფარგლებში შეძენილი ახალი ავტობუსები შეუქმნის თუ არა გადაადგილების დროს მოსახლეობას კომფორტს, ნარმანიამ განაცხადა, რომ MAN-ის ფირმის ავტობუსები მაღალი სტანდარტისაა, აღჭურვილია გათბობა-კონდიცირების სისტემით და ყოველმხრივ ადაპტირებულია.

მისივე თქმით, თბილისში 143 ახალი ავტობუსის შემოყვანის პროექტი მომავალი წლის იანვარ-მარტის განმავლობაში დასრულდება.

„ასე, რომ სხვა ავტობუსებიც, რომელიც შემოვა ასევე მაღალი კომფორტის იქნება. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ავტობუსები დადიან მხოლოდ ევროპის ძალიან მაღალგანვითარებულ ქალაქებში, როგორიც არის ბერლინი, პარიზი და სხვა ქალაქები“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მერია დონორი ორგანიზაციის ხელშეწყობით ასევე მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გეგმასა და მარშუტებზე. როდესაც კვლევა დასრულდება, ხაზებზე გარკვეული გადაჯგუფება იქნება იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ხაზების ოპტიმიზაცია მოხდეს და მეორე მხრივ, ამით ჩვენი თანამოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებას შევუწყოთ ხელი. ასე რომ, გარკვეული ცვლილებები იქნება“,- აღნიშნა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის ფასის გაზრდა დაგეგმილი არ არის.

ამჟამად თბილისში MAN-ის ფირმის მხოლოდ 10 ახალი ავტობუსი მოძრაობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა