სამხრეთ კორეული ბრენდი NAVIEN უკვე საქართველოშია!

NAVIEN-ის თერმოსტატიანი გათბობის ქვაბები: 30%-ით შემცირებული გაზის ხარჯი. 1978 წელს დაარსებული კომპანია NAVIEN, რომელიც აწარმოებს მაღალ ტექნოლოგიური გათბობის ქვაბებსა და წყლის გამაცხელებლებს, ხარისხითა და გაყიდვებით დღეს-დღეობით ლიდერია არა მარტო სამხრეთ კორეაში, არამედ რეიტინგებით პირველ პოზიციებზეა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, კანადა და რუსეთი. კომპანიის პროდუქცია ასევე წარმატებით იყიდება დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

საქართველოში კომპანია NAVIEN-ის პროდუქციის ექსკლუზიური წარმომადგენელია კომპანია ”თერმოკომი”, სადაც თქვენ შესძლებთ როგორც სრულფასოვანი ინფორმაციის მიღებას NAVIEN-ის პროდუქციის შესახებ, ასევე ამ ეკონომიური, კომფორტული და ინოვაციური გათბობის ქვაბების შეძენას.

NAVIEN-ის კედლის ქვაბებს კომპლექტში მოყვება თერმოსტატიანი მართვის პულტი, რაც გაძლევთ როგორც ქვაბის დისტანციური მართვის საშუალებას, ასევე ბინაში სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნების შესაძლებლობას. შედეგად, როგორც კომპანია ,,თერმოკომი“ ის წარმომადგენლები აცხადებენ, თქვენ სულ მცირე 30%-ით დაზოგავთ გაზის მოხმარების ხარჯს.

NAVIEN-ის გათბობისქვაბების სპექტრი შედგება: 13, 16, 20, 24, 30, 35 და 40 კვტ სიმძლავრის მქონე ქვაბებისაგან, რაც დამატებით კომფორტს უქმნის მომხმარებელს საჭირო სიმძლავრის ქვაბის შესარჩევად.

NAVIEN-ის ქვაბების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, კერძოდ კი პირველადი თბომცვლელი (რაშიც ხდება რადიატორებში გამავალი წყლის გაცხელება), დამზადებულია უჟანგავი ფოლადისაგან. ამის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილია ქვაბის გამძლეობა და შესაბამისად ქვაბის საექსპლუატაციო დრო.

კომპანია ”თერმოკომში”, ასევე შესაძლებელია შეიძინოთ იატაკზე დასადგმელი NAVIEN GTD სერიის 81, 116, 174 და 233 კვტ სიმძლავრის მქონე სისტემური ქვაბები, რომლებიც იდეალურია კერძო სახლებისათვის, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისათვის, საბავშვო ბაღებისათვის და ა.შ. ამ სისტემურ ქვაბებში ქვაბი და ბოილერი ინტეგრირებულია ერთ მოწყობილობაში და ამიტომ ცხელი წყლის საწარმოებლად არ გესაჭიროებათ დამატებითი მოცულობითი ბოილერის დამონტაჟება. ეს, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობისა და ცხელი წყლის სისტემის ღირებულებას, მოითხოვს ტრადიციულ ქვაბი-ბოილერის სისტემასთან შედარებით გაცილებით მცირე სამონტაჟო სივრცეს და ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს და ამცირებს მონტაჟის დროსა და ღირებულებას.

კომპანია ”თერმოკომი“ NAVIEN-ის გათბობის კედლის ქვაბებს უზრუნველყოფს 4 წლიანი გარანტიით.

კომპანია NAVIEN და ”თერმოკომი”გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს!

http://www.termocom.ge/ge/

https://www.facebook.com/Termocom.ge/

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის