თელავის საკრებულოს დარბაზში, ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას, საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლების გარდა 5 მოქალაქე დაესწრო, - ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც დეპუტატმა გია ძამუნაშვილმა, დარბაზის მისამართით დასვა კითხვა და მოქალაქეებს ხელის აწევა სთხოვა.
"მე დავსვი საკითხი, რომ საჯარო განხილვა, არასამუშაო დღეს ჩაგვეტარებინა, თუმცა ამას ყურადღება არავინ მიაქცია, ამ წუთებში, როცა ჩვენ საჯარო განხილვას ვატარებთ, მოსახლეობის ნაწილი სამსახურებშია და მოსვლას ვერ ახერხებს, ამიტომ იმას, რაც ახლა საკრებულოს დარბაზში ხდება მხოლოდ ფორმალურად ჰქვია საჯარო განხილვა", - განაცხადა გია ძამუნაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
სახალხო დამცველის კახეთის რეგიონის წარმომადგენელს კი კითხვები ბიუჯეტის სოციალურ ნაწილთან ჰქონდა, როდესაც ბიუჯეტი 10 მილიონია, სოციალური პროგრამების დაფინანსება კი 700 000 ლარს არ აღემატება ეს, ჩემი აზრით, მიუღებელია. განაცხადა ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას ნათია ფიცხელაურმა.