რუსთავის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს

რუსთავის ძველი ბაზრიდან, თბილისში - რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა რუსთავი-თბილისის ხაზზე მუშაობა განაახლეს.

მათი განცხადებით, კომპანია ,,ინტერტრანსი" დათანხმდა სამუშაო პირობებისა და დაწესებული დღიური ნორმის ოდენობის გადახედვას. მძღოლების თქმით, მუშაობა ორი დღით განაახლეს, თუ ,,,ინტერტრანსი" არ შეასრულებს დაპირებას, კვლავ გაიფიცებიან.

რუსთავის ძველი ბაზრიდან, თბილისში რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები დილიდან გაფიცულები იყვენენ, ისინი კომპანია ,,ინტერტრანსისგან" მძღოლებისათვის დაწესებული დღიური სამუშაო ნორმის გაზრდას აპროტესტებდნენ და მის შემცირებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ პროტესტს სხვა ხაზებზე მოძრავი რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებიც შეუერთდებოდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ მუშაობა თავადაც განაახლეს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის