”ბილაინი” მომხმარებელს 4G ქსელთან ერთად 3 G ქსელსაც შესთავაზებს

კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ”ბილაინი” მომხმარებელს 3G მომსახურებას შესთავაზებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ბილაინიდან” აცნობეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ნოემბერს, ”ბილაინის” განცხადების საფუძველზე, გამოაცხადა აუქციონი ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გასაცემად (იხ. ბმული https://goo.gl/5bfGYq).

”2016 წლის 23 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართა სააუქციონო საჯარო სხდომა, სადაც ბილაინმა შეიძინა ლიცენზია აღნიშნული დიაპაზონზე 3G ტექნოლოგიის დასანერგად.

3G ქსელის მშენებლობაში კომპანიის პარტნიორი და 3G ქსელის აპარატურის მომწოდებელი იქნება კომპანია ნოკია, რომელიც ტელეკომ ბაზრის ერთი-ერთი მსხვილი მოთამაშეა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჩვენ ვგეგმავთ 3G ქსელის მშენებლობას საქართველოს მთელს ტერიტორიზე, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა დროულად დავაკმაყოფილოთ ჩვენი აბონენტების დიდი ხნის თხოვნა, დაგვენერგა 3G ქსელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც კომპანია ახალი ტექნოლოგიის დანერგვის პროცესში იყენებს ვიმპელკომის ჯგუფის სხვა კომპანიებისგან მოწოდებულ აპარატურას,რითაც მქსიმალურად ვამცირებთ ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას. ამავდროულად, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა გამოიწვევს ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებული სპეციალისტების სამუშაოთი სტიმულირებას და, რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგი აბონენტებისათვის მაღალი ხარისხის 3G ტექნოლოგიის შეთავაზებ იქნება“,- განაცხადა ”ბილაინის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.

”3G ქსელის მშენებლობა ორ ეტაპად დაიყოფა. 2017 წლის მარტში დაიფარება საქართველოს მსხვილი ქალაქები, ხოლო მესამე კვრატალში დასრულდება ქსელის მშენებლობა და დაიფარება ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი. საერთო ჯამში, 2017 წელს ბილაინი 4G და 3G ქსელის განვითარებაში 30 000 000 ლარამდე ინვესტიციას გეგმავს”, -აცხადებენ კომპანიაში.

„რამდენადაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად ციფრულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სამყაროს ვქმნით, ინოვაცია და პროგრესი დიდი სისწრაფით უნდა ცვლიდეს ყველაფერს. დღეს, ახალი ტექნოლოგიების ერაში, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის სწრაფი და მარტივი საშუალებების არსებობა და ამ საშუალებებზე საყოველთაო წვდომა. ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლისთვის საბაზისო კომუნიკაცია უნდა იყოს უფასო და ახალი მობილური სერვისებით სარგებლობა უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

სწორედ ამ ხედვამ განაპირობა 3G ქსელის დანერგვა იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც არ აქვს 4G მხარდაჭერის მობილური მოწყობილობები. 3G ქსელის დანერგვით, ჩვენ მათ ვაძლევთ უფრო მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას, რათა უკეთესი წვდომა ჰქონდეთ ციფრული სამყაროს უახლეს პროდუქტებზე. ბილაინს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო LTE ქსელი გააჩნია და 3G ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ, ყველა აბონენტი, მიუხედავად იმისა, თუ რა მოწყობილობას ფლობს, მარტივად, სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად შეძლებს ნავიგაციას ციფრულ სამყაროში“, - აღნიშნა გიორგი ტყეშელაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია