საქართველოში პირველი „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტი გაიხსნება. ”აგროჰაბში” კომპანიის მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქტები გაიყიდება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას გაცხადებს, „აგროჰაბის“ ჰიპერმარკეტში ახალი და ჯანსაღი აგროპროდუქტების რეალიზაცია მოხდება.
„აგროჰაბი“ მარშალ გელოვანის #22-ში დღეს, 14.00 საათზე გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. „აგროჰაბში“ 15 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
„აგროჰაბში“ რამდენიმე საწარმოც მდებარეობს და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზებაც მოხდება. მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისის უზრუნველსაყოფად, 150 ავტომობილზე გათვლილი პარკინგიც მოეწყო.
„ერთი წელია, რაც კომპანია „აგროჰაბი“ დავაფუძნეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ თბილისში ნატურალური პროდუქტების აგრარული ბაზარი - აგროჰაბი შეგვექმნა. ყველა პროდუქტი, რომელიც ჩვენთან გაიყიდება, იქნება ნატურალური. კომპანიას საკუთარი ფერმები აქვს კახეთში, სადაც ფრინველი და საქონელი ნატურალური საკვებით ყოველგვარი დანამატების გარეშე იზრდება. მარკეტი ხორცპროდუქტებით სწორედ ამ ფერმებიდან მომარაგდება“,- აღნიშნა აკაკი ახვლედიანმა.