ზურაბ პატარაძე საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე საპატიო ქობულეთელები დაჯილდოვდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული ჯილდოები კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის, ბიზნესის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში და შშმ პირთა ინტეგრირებისათვის შეტანილი წვილილისა და დამსახურებისათვის წარჩინებულ ქობულეთელებს გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა წლის წარმატებული ახალგაზრდა, ხოლო წლის ქობულეთელის ტიტული მძლეოსნობაში რიოს ოლიმპიური ჩემპიონატის პრიზიორს ირაკლი თურმანიძეს ერგო.

საპატიო სიგელი ირაკლი თურმანიძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ პირადად გადასცა.

კულტურის სახლში საზოგადოების წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემრულებლები წარსდგნენ. დაჯილდოების ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა