ბექა შენგელია - ირმა ყოჩიაშვილი ჩემი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, მას თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი

ირმა ყოჩიაშვილი ჩემი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, მას თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი, - ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმის კიდევ ერთ ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილს, რომელიც მოკლული 77 წლის ქალის შვილია, არ ჩაუდენია დანაშაული, რომელსაც გამოძიება ედავება.

შენგელიამ აღნიშნა ისიც, რომ მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ მყოფ ირმა ყოჩიაშვილს სოლიდური თანხას გამოსძალა. მან სასამართლოს მიმართა, ყოჩიაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა შეისწავლონ.

”მე ვთხოვ გამოძიებას აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას”, - განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის