„კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერი უნდა გაკეთდეს

„კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერი უნდა გაკეთდეს.

როგორც 23 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღნიშვნა უმნიშვნელოვანესი განაცხადი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით ევროპული ტიპის დემოკრატიის ფორმირების, ასევე ქვეყნის გარეთ საგარეო-პოლიტიკური კურსის პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით.

არასამთავრობო სექტორის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მუდმივად დგას საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე, აღნიშნული განაცხადის კონსტიტუციის სიმაღლეზე აყვანა კიდევ ერთი გარანტია იქნება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთადერთი სწორი მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით.

”კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ საქართველოს საკონსტიტუციო კომისიას შემდეგი ინიციატივით მიმართავს:

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.”

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას გაითვალისწინოს ჩვენი წინადადება და კონსტიტუციაში ასახოს შესაბამისი ცვლილებები, რაც საქართველოს სახელმწიფოს საგარეო სტრატეგიული კურსის ურყევობას განამტკიცებს.

"კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” არის 23 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია, რომლის მიზანია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა”, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციაში შედიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; ”საქართველოს ატლანტიკური საბჭო”; ”საქართველოს ფერმერთა ასოციაცია”; ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”; ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”; ”მწვანე ალტერნატივა”; ”საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი”; მედიის განვითარების ფონდი“; ”საქართველოს გაეროს ასოციაცია”; ”საზოგადოება და ბანკები”; ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი”; ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”; ”საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი”; ”სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი”; ”კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი”; ”ხმა საქართველოდან”; ”ლიბერალური აკადემია თბილისი”; ”კავშირი საფარი” და ”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის”.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის