"მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით დაგეგმილია ტრენინგ-კონფერენციები საქართველოს მასშტაბით"

2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები. „ევროპის აკადემიური ცენტრის“ ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება სასწავლო პრაქტიკული ტრენინგ-კურსები საგადასახადო კოდექსში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში".

11-12 თებერვალს ტრენინგ-კონფერენცია ჩატარდება ქალაქ ბათუმში. დასწრება შეუძლიათ ბუღალტრებს, აუდიტორებს, მენეჯერებსა და საგადასახადო საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს. პრაქტიკული ტრენინგ-კურსები ასევე ჩატარდება თბილისსა და ქუთაისში.

კონფერენცია მსმენელებს საშუალებას აძლევს ორი დღის განმავლობაში გაეცნონ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ:

‣საგადასახადო კანონმდებლობაში (საგადასახადო კოდექსი, ნორმატიული აქტები) მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებების თაობაზე;

‣განიხილონ მოქმედი კანონმდებლობის პრობლემური და აქტუალური საკითხები;

‣დეტალურად გაეცნონ 2017 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში ძალაში შესულ ცვლილებებს, კერძოდ მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს;

‣საგადასახადო დეკლარაციების შევსებას;

‣დრო დაეთმობა მსმენელთათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებს კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ტრენინგ - კონფერენციას წარუძღვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მოწვეული ექსპერტი.

თარიღი: 11-12 თებერვალი

✳ტრენინგ - კონფერენციის ხანგძლივობაა 10 სთ.

✳/12:00-დან 17:00-მდე/

✳სამუშაო ენა: ქართული;

✳Dress Code: ოფიციალური;

✳ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი.

ტრენინგ-კონფერენციაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 160 ლარს. საფასურში შედის:

☑სერტიფიკატი

☑ლანჩი

☑საგადასახადო კოდექსი და სხვა საკონფერენციო მასალები

☑დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობა.

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/hYZA8U

დაგვიკავშირდით:

web: www.pdcgeo.ge

email: info@pdcgeo.ge

Tel: 2 238 234 / 593 57 53 25

Facebook: https://goo.gl/3Aiknq

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის