მოსახლეობას მაკულატურის ჩაბარება რეგიონებშიც შეეძლება

პროექტი ”მაკულიტერატურა” ახალ მიმართულებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას საქართველოს რეგიონებში მაკულატურის ჩაბარება შეეძლება.

”ის, ვინც ვერ ახერხებდა ჩვენს პუნქტებში ჩამოეტანა მაკულატურა და მიეღო ახალი წიგნები, მიეცემათ შესაძლებლობა ძველი წიგნები, ჟურნალები, რვეულები და ფურცლები გადაცვალონ გამომცემლობა ”პალიტრა L“-ის ახალ წიგნებზე ისე, რომ არ მოუწიოთ სხვა ქალქში ჩასვლა. ეს უნიკალური შესაძლებლობაა განაახლოთ ძველი ბიბლიოთეკა და ჩვენთან ერთად გაუფრთხილდეთ გარემოს. კახეთის რეგიონში გეზს ავიღებთ თელავიდან. 5 თებერვალს, ერეკლე II-ის ქუჩაზე (თეატრის მიმდებარედ), 10:30-დან 17:30 საათამდე ჩვენი აგენტები ადგილზე ჩაიბარებენ მაკულატურას და გადმოგცემენ თქვენთვის საინტერესო წიგნებს. აქციები სისტემატურად დაიგეგმება როგორც კახეთის სხვა ქალაქებში, ისე საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც”, - აცხადებენ პროექტ ”მაკულიტერატურის” ხელმძღვანელები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე