დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩის სამკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.

47 800 კვ.მ ფართზე სრულად გამოიცვლება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ტროტუარები და ბორდიურები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი.

პროექტს კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო ფასი 3 512 633 ლარს შეადგენს. მირიან მეფის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

"გარდა აღნიშნული პროექტისა, ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ შიდა გზების გაკეთებას. გარდა ამისა, იგეგმება გამწვანების ღონისძიებები, მოიხსნება მკვეთრად დაზიანებული გზების პრობლემა, რომელიც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. ამასთან, დიდ დიღომში ახალი ავტობუსებისთვის შენდება ბაზა, ასევე უახლოეს მომავალში დიდი დიღმის რეისზე ივლის ახალი ავტობუსი, რითაც გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტიც მოიხსნება", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები დიდ დიღომში ფარნავაზ მეფის სახელობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე