თელავში დაკარგული მამაკაცი 13-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

თელავში დაკარგული 57 წლის მამაკაცი 13-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, დავით ხოკერაშვილის კვალს თელავის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მიაგნეს. ცხედრის პოვნამდე იპოვეს ის ღორიც, რომლის საძებნელადაც დავით ხოკერაშვილი ტყეში წავიდა.

„დათო გარდაცვლილი ნახეს ტურბაზის ტყეში, საიდანაც გზა ჯვარპატიოსნის ტაძრისკენ მიდის. თავის ქვეშ საკუთარი სამხედრო ქურთუკი ჰქონდა ამოდებული“, - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ ვეფხო ხოკერაშვილმა.

დავით ხოკერაშვილი ქალაქ თელავში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 25 იანვარს დაკარგული ღორის საძებნელად სახლიდან ცივის მთის მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიცია და მონადირეთა 15-კაციანი ჯგუფი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის