8 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია, ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დილიდან გელათში საზეიმო წირვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა. გელათში იმყოფებოდნენ მომლოცველი, ჩოხოსნები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დღესვე, ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის საფლავი გელათში გვირგვინებით შეამკეს.