ბელგიაში სირიიდან დაბრუნებული 11 „ბოევიკი“ დააკავეს

ბელგიის პოლიციამ, ჩატარებული რეიდების შედეგად, სირიიდან ქვეყანაში დაბრუნებული 11 „ბოევიკი“ დააკავა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ქვეყნის პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციამ ბრიუსელის სხვადასხვა რაიონში ცხრა მისამართზე ჩხრეკა განახორციელა, რა დროსაც იარაღი არ აღმოჩნდა.

ეჭვმიტანილთა პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული საქმე არ უკავშირდება პარიზის 2015 წლის ნოემბერსა და ბრიუსელის 2016 წლის მარტში განხორციელებულ ტერაქტებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია