სულხან სალაძე - არსებული ფორმით წარმოდგენილ გეგმას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება, შესაბამისად ველოდები გადამუშავებულ ვერსიებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის სულხან სალაძის განცხადებით, სამეურვეო საბჭოში წარმოდგენილი გეგმა მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

როგორც სულხან სალაძემ ჟურნალისტებს ბორდისა და არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, მისი მხარდაჭერა არსებული ფორმით წარმოდგენილ გეგმას არ ექნება.

„შესაბამისად, ველოდები ალტერნატიულ წინადადებებს. ველოდები გადამუშავებულ ვერსიებს და კითხვები, რომელიც პროცესში დაისმევა, იმედს ვიტოვებ, ხელს შეუწყობს ამ დოკუმენტის გაკეთილშობილებას“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ამ წუთებში ბორდისა და არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის შეხვედრა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა