თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის რიმა ბერაძის შუამდგომლობით ჩუღურეთის რაიონის პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის შუამდგომლობით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩუღურეთის რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღებისა და სკოლების პედაგოგებს ჩაუტარდათ. აქცია საქართველო - ისრაელის ერთობლივ კლინიკაში „ბიდ მედი“ მოეწყო და მასში 150-მდე პედაგოგი მონაწილეობდა.
როგორც ბერაძემ აღნიშნა, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
საკრებულოს წევრმა აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა კლინიკის ხელმძღვანელობას და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.