ფატუ ბენსუდა - აგვისტოს ომის გამოძიება სრული დატვირთვით გრძელდება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება სრული დატვირთვით გრძელდება, - ამის შესახებ ფატუ ბენსუდამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ პრემიერ-მინისტრს მივაწოდეთ ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებაზე. ასევე ვთხოვეთ დადასტურება, რომ შესაბამისი მხარდაჭერა გვექნება. პრემიერმა დაადასტურა, რომ საქართველო გააგრძელებს ჩვენს ოფისთან თანამშრომლობას და გამოძიების მხარდაჭერას. გამოძიება სრული დატვირთვით გრძელდება. თუ შარშან უფრო ტექნიკური საკითხებით ვიყავით დაკავებულები, ახლა გადასულები ვართ კონკრეტულ საკითხებზე“, - განაცხადა ფატუ ბენსუდამ, რომლის კომენტარის ქართულ თარგმანსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მიმდინარეობა იყო, მხარეებმა განიხილეს, თუ რა სტადიაზე იმყოფება გამოძიება და ქართულ მხარესთან თანამშრომლობა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა