შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოსცა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოსცა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2017 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ ბეჭდური ვერსიის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ.

ცნობარში მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევნის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს, კერძოდ: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, განმარტება გამოცდებისა და ფაკულტეტების მითითების შესახებ, ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ, შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის პროცედურა, ჩარიცხვისა და გრანტირების წესი. ცნობარში ასევე არის ცხრილი, რომელშიც მოცემულია უმაღლესი სასწავლებლების მონაცემები გამოცდების, მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი კვოტების, სწავლის საფასურისა და სხვა დეტალების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 23 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება. ამავე დღეს გამოქვეყნდება ცნობარის ელექტრონული ვერსიაც.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე