მარია გაბრიელი ქართველ ხალხს - მოდით, ერთად ვიაროთ საერთო ევროპულ გზაზე

დღევანდელი ხელმოწერა ყველა ჩვენგანისთვის ისტორიული დღეა - როგორც საქართველოს, ასევე ევროპის მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის დეპუტატმა მარია გაბრიელიმ განუცხადა.

”უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს ხელისუფლების და მოქალაქეების მიერ გაწეული ძალისხმევის ოფიციალური აღიარება. ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი, რომ ჩვენი პატრნიორობა ძლიერდება. ევროპარლამენტი დღეს ნათლად გამოხატავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას. საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტიორი აღმოსავლეთ სამეზობლოში. მოდით, ერთად ვიაროთ საერთო ევროპულ გზაზე - ღირებულებების გასაზიარებლად და ჩვენი კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირების გასაძლიერებლად”,- განაცხადა მარია გაბრიელიმ.

ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა