პროკურორი - მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ისინი მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, თუმცა დეკანოზმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ადვოკატების მეშვეობით მათ „წყევლა შეუთვალა“.

„ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები, მან შემოგვითვალა წყევლა ჩვენს მიმართ და ზოგადად სამართალდაცავი უწყებების მიმართ“ , - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

იხილეთ ვიდეო: პროკურორი: მამა გიორგი მამალაძე დაგვწყევლა, ეს დაფიქსირებულია ვიდეოჩანაწერში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა