პირველი ქართული ანიმაცია „ჯიბის კაცი“ ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე წარგენილი

27 წლის ანა ჩუბინიძის პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ (The Pocket Man) ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზეა წარგენილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ილუსტრატორმა „ჯიბის კაცზე“ ცნობილი ფრანგული სტუდიის „ფოლიმაჟის“ ანიმატორ, მარიონ შარიესთან ერთად იმუშავა.

„ანიმაციის ჩვენება ფრანგულ ტელევიზია canal + ზე იგეგმება. მანამდე კი, ანას ნამუშევარი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო ფილმების ფესტივალში, New York International Children's Film Festival მონაწილეობს. ფესტივალში 2 500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება. ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგი შეერთებულ შტატებში 15 მარტს უნდა გაემგზავროს, რათა თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე შეძლოს დასწრება. გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge ეხმარება, სადაც ამ ისტორიის შესახებ მომზადებული ვიდეო და დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.

„ჯიბის კაცის“ ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

„თიბისი სტატუსმა“ ახალი, ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია 2016 წლის 28 დეკემბერს გამართა. პროექტის დაწყებისთანავე, პირველ ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს სოფელ ძეგვში არსებულმა თავშესაფარმა და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES-მა, ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს „თიბისი სტატუსის“ ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ“, - აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი