აჭარის სახანძრო სამსახურის განცხადებით, აქციის მონაწილეები საშუალებას არ აძლევენ ავტომანქანებში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება მოახდინონ

აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, აქციის მონაწილეები საშუალებას არ აძლევენ იმ ავტომანქანებში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება მოახდინონ, რომლებიც მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე იწვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა, ხუსეინ სირაბიძემ განუცხადა, შემთხვევის ადგილზე ბრიგადები 6-ჯერ მივიდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებმა ცეცხლის ჩაქრობის საშუალება არც ერთხელ არ მისცეს.

აღნიშნულს თავად ადგილზე მყოფი პირების ნაწილი უარყოფს და ამტკიცებს, რომ მეხანძრეები ტერიტორიაზე საერთოდ არ გამოჩენილან.

ამ დროისთვის აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის 4 მანქანა იწვია. ისინი აქციის მონაწილეებმა ჯერ დააზიანეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, კერძოდ კი, ქვები დაუშინეს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ცოტნე ანანიძის ავტომობილიც, რომელიც მთავარი სამმართველოს ეზოში იყო გაჩერებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა