ბათუმის აქციაზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

ბათუმში გამართული აქციის დროს დაკავებულ 4 პირს - მამუკა ბერიძეს, ცოტნე აბულაძეს, ალექსანდრე ბაზაღჩიანსა და ზაზა ქოქოლაძეს სასამართლომ 250-250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საქმე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ განიხილა. დაკავებულებს ბრალი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა) აქვთ წაყენებული.

ბათუმში განვითარებული მოვლენებისას დაკავებული კიდევ ერთი პირის, ნარიმან ლომინაძის სასამართლო პროცესი კი გადაიდო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, ლომინაძეს დამატებითი დრო მიეცა, რათა სასამართლოს იმის მტკიცებულებები წარუდგინოს, რომ ის აქციაზე არ იმყოფებოდა. მოსამართლემ პროცესი ხვალ, 15:00 საათისთვის დანიშნა, სადაც დაკავებულმა აღნიშნული მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

11-12 მარტს, ბათუმში აჭარის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის პოლიციის ავტომობილები დაწვეს, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია