გლდანისა და დიდუბის რაიონების ნაწილს გაზის მიწოდება 21:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, დღეს, 15:00 საათზე, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა: ავჭალის ქუჩა №3, №11, №13, №13-ბ, მშვიდობის ქუჩა №1, №2, №3, №14, №16, №17, ენერგეტიკების ქუჩა №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, ბიჭვინთის ქუჩა №1, №1-ა, №2, №3, ანდრონიკაშვილის ქუჩა №145, თავისუფლების ქუჩა №2, №9, №10, №11, №11-ა, №13, №13-ა, №24, კასკადის ქუჩა №33-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ავჭალის, ჭიჭინაძის უწერის, ყაზბეგის, კეცხოველის, კასკადის, სკოლის, ბიჭვინთის, ჩიქვანაიას, ბარისახოს, ანდრონიკაშვილის, ხეჩუაშვილის ქუჩების, დიღომი 9-სა და დიღმის საცდელი მეურნეობის კერძო სექტორის მოსახლეობას. ასევე, გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ქაღალდის საამქროს, საბაჟო ტერმინალს და სხვა კომერციულ ობიექტებს. აღნიშნულ აბონენტებს გაზის მიწოდება 21:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
“მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“, - აცხადებენ კომპანიაში.