კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტს არ გააჩნია ცალკეული მინისტრისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ბერკეტი

გაუმართავი კანონმდებლობის პარალელურად პარლამენტი არაეფექტურად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებს, - ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩაატარა.

კვლევაში გამოყოფილია ის პრობლემური საკითხები, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობა უფრო ქმედითი და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისი გახდება.

„კანონმდებლობაში არსებული პრობლემებია: რეგლამენტი ნათლად არ ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის მიერ ყოველწლიური ანგარიშის ზეპირად ვალდებულებას, მინისტრისთვის შეკითხვის დასმისა და სამთავრობო საათის პროცედურა ბუნდოვანი და გაუმართავია, პარლამენტს არ გააჩნია ცალკეული მინისტრისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ბერკეტი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს ფართო მანდატი აქვს და რამდენიმე ორგანოს ერთდროულად უწევს კონტროლს, რაც მოუქნელს ხდის მის საქმიანობას, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის უმრავლესობის მხარდაჭერის აუცილებლობა არაეფექტურს ხდის საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმის, დაზვრევის სამსახურისა და სუს-ის უფროსების დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურები პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების ლოგიკას ეფუძნება, რაც საფრთხეს უქმნის ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, პრემიერ-მინისტრები მუდმივად არღვევდნენ წერილობითი ანგარიშის წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადას, მერვე მოწვევის პარლამენტში არ დასმულა არც ერთი შეკითხვა და არც ერთხელ არ ჩატარებულა სამთავრობო საათი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი მინიმალურად არის ორიენტირებული კონტროლზე და უმთავრესად კანონშემოქმედებითი საქმიანობით არის დაკავებული, შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაუცემლობის შემთხვევებს საკანონმდებლო ორგანო რეაგირების გარეშე ტოვებს“, - ნათქვამია კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პრეზენტაციის მიზანია კვლევაში განხილული საკითხების, შესაბამისი მიგნებების და შემუშავებული რეკომენდაციების სახელმწიფო ორგანოებისთვის, პროფესიული წრეებისა და საკითხით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, დისკუსიის წარმართვა და მოსაზრებების გაზიარება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს