ფრანსუა ფიიონი - თურქეთის კულტურა არ არის ევროპული, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის

თურქეთი დიადი ქვეყანაა, თუმცა კულტურული და ისტორიული თავისებურებების გამო თურქეთი ვერასოდეს შეძლებს ევროკავშირის ნაწილი გახდეს, ამიტომაც მოლაპარაკებები თურქეთის ევროკავშირში შესვლის თაობაზე უნდა შეწყდეს, - აღნიშნულის შესახებ „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა Radio Classique-ის ეთერში განაცხადა.

ფრანსუა ფიიონმა ასევე კომენტარი გააკეთა თურქეთსა და ჰოლანდიას შორის წარმოქმნილ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უფრო მეტი სოლიდარობა უნდა გამოგვეჩინა ჩვენი ჰოლანდიელი მეზობლების მიმართ, მაგრამ უფრო ფუნდამენტურ საკითხს მინდა შევეხო, არის თუ არა თურქეთი ევროპული ქვეყანა და უნდა გახდეს თუ არა ის ევროკავშირის წევრი. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთი იყო - არა“, - აღნიშნა ფრანსუა ფიიონმა.

მისი განცხადებით, „თურქეთი არ არის ევროპული ქვეყანა, მაგრამ დიადი ქვეყანაა“.

„თურქეთის კულტურა არ არის ევროპული, მისი ადგილი არ არის ევროკავშირში. ასე, რომ უნდა შევწყვიტოთ თურქეთთან მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ და თურქეთის მთავრობას გულახდილად ვუთხრათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება“, - თქვა „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა.

რაც შეეხება თურქეთის მუქარას სირიელი დევნილების ნაკადის ევროპისკენ გადამისამართების თაობაზე, ფრანსუა ფიიონმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რიტორიკა მიუღებელია.

„არ შეიძლება შანტაჟის ქვეშ ცხოვრება. საერთაშორისო ურთიერთობები ასე არ წარიმართება. ჩვენც გვაქვს თურქეთზე გავლენის მოხდენის ბერკეტები. თურქეთი ნატო-ს წევრია, აშშ-ის მოკავშირე. არსებობს დიალოგი, რომელიც უნდა წარვმართოთ, მაგრამ საუბარი არ მიდის იმაზე, რომ თურქეთისგან მტერი შევქმნათ. საკითხი ასე არ დგას“, - დასძინა ფრანსუა ფიიონმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში