ოთარ კახიძე - წინა მოწვევის პარლამენტში მინისტრები კიდევ მოდიოდნენ, ახლა საკანონმდებლო ორგანოს საერთოდ ნიველირებას ახდენენ

წინა მოწვევის პარლამენტში მინისტრები კიდევ მოდიოდნენ, მათ შორის, უმცირესობის ფორმატშიც და ამ პარლამენტში საერთოდ ნიველირებას ახდენენ საკანონმდებლო ორგანოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ მთლიანად უგულვებელყო პარლამენტისადმი ანგარიშვალდებულების პრინციპი.

"ენერგეტიკის მინისტრი კალაძე დავიბარეთ "გაზპრომთან" დაკავშირებით და არ გამოცხადდა; სოზარ სუბარი დავიბარეთ დევნილების საკითხზე და ისიც არ გამოცხადდა; დავიბარეთ ქუმსიშვილი ეკონომიკურ საკითხებზე, მანაც ვერ გამონახა დრო. საპარლამენტო უმრავლესობა არაფერს აკეთებს, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროს. არანაირ რეაგირებას არ ახდენს მთავრობის წევრების მხრიდან რეგლამენტის დარღვევაზე და პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის დამცირებაზე. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მათი შეურაცხყოფაც არის, როდესაც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს. ახლა გვთავაზობენ, მოსმენების შესახებ კანონით, რომ სუს-ის უფროსი ანგარიშით წარდგენის დროსაც კი არ მოვიდეს პარლამენტში და მოადგილე გამოგზავნოს. თვითონ ახდენენ პარლამენტის დასუსტებას, ვინაიდან მათთვის მთავარი არის ივანიშვილის დაკვეთების შესრულება. მათ არა აქვთ რეალურად იმის განცდა, რომ წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა", - განაცხადა კახიძემ.

დეპუტატის თქმით, წინა ხელისუფლების და იმის წინა ხელისუფლების დროსაც იყო პრობლემები საპარლამენტო კონტროლთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ უნდა გამოდგეს გასამართლებლად, რომ ახლა საერთოდ არ მოვიდნენ მინისტრები პარლამენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა