ირაკლი შოთაძე ვერ აკონკრეტებს, მოხდა თუ არა ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაკითხვა

მთავარი პროკურორი ვერ აკონკრეტებს, დაიკითხნენ თუ არა ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე საკმაოდ მოცულობითია, ვინაიდან ამ არეულობაში საქართველოს ასეულობით მოქალაქე იყო ჩართული.

”ამ ფაქტზე გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. მე ვერ დაგიკონკრეტებთ, ვისი დაკითხვა მოხდა და ვისი უნდა მოხდეს. მიმდინარეობს სრულყოფილი გამოძიება და შესაბამისად, საქმეზე დაიკითხება ყველა, ვისი დაკითხვის საჭიროებაც იარსებებს. საკმაოდ ბევრი საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული. არის კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული და ნაწილის მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, ნაწილის მიმართ კი გირაო. საქმე საკმაოდ მოცულობითია, ვინაიდან ამ არეულობაში ჩართული იყო საქართველოს ასეულობით მოქალაქე. შესაბამისად, საკმაოდ შრომატევადი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი და ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა