ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამ პირს 100 და 250-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამი პირის მანუჩარ მამულაძის, ზაზა ბოლქვაძისა და გიორგი წოწორიას სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ ბრალი 166-ე, წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლების საფუძველზე ედებათ.

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილის გადაწყვეტილებით, მანუჩარ მამულაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით ჯარიმა 100 ლარი შეეფარდა, ხოლო ზაზა ბოლქვაძე და გიორგი წოწორია 250-250 ლარით დაჯარიმდნენ. ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა