საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება პროექტის „უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება“ ფარგლებში შეხვედრას მართავს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მიზნობრივი ფილიალებისათვის (საგარეჯო, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა) პროექტის „უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება“ ფარგლებში დაბა ბაკურიანში სამუშაო შეხვედრას მართავს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ავსტრიის წითელი ჯვრისა და ავსტრიის განვითარების კოოპერაციის მხარდაჭერით.

”შეხვედრა მიზნად ისახავს ინფორმაციის, გამოცდილებისა და კარგი მაგალითების გაზიარებას, ასევე განიხილება ფილიალებში არსებული პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც ადგილობრივი მოხალისეები და თანამშრომლები ყოველდღიურად აწყდებიან და ერთობლივად მსჯელობენ მათი გადაჭრის გზებზე.

აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თითოეული ფილიალი შეიმუშავებს 2017 წლის სამოქმედო გეგმას რის მიხედვითაც განახორციელებენ პროექტის საქმიანობებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო