თამარ ალანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე - უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა თამარ ალანიამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პლატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეისწავლის თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იმ დოკუმენტებს, რომლითაც დგინდება, რომ დოკუმენტაციის ნუმერაცია ხელითაა გადასწორებული.

როგორც თამარ ალანიამ აღნიშნა, თუ რაიმე გაყალბდა, ეს უნდა დაადგინოს საგამოძიებო ორგანომ და შემდგომ სასამართლომ.

„ამ საკითხზე მაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მედიით ვრცელდება. თუ რაიმე გაყალბება მოხდა, ეს პირველ რიგში, უნდა დადგინოს საგამოძიებო ორგანოებმა და შემდგომ სასამართლომ. მე არაკომპეტენტური ვარ ამ შემთხვევაში რაიმე ვთქვა დოკუმენტაციაზე - არის თუ არა ის გაყალბებული. დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი მე არ მაქვს“, - განაცხადა თამარ ალანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა