ბათუმში 1921 წლის მარტში დაღუპული ქართველი იუნკერები გაიხსენეს

1921 წლის მარტში დაღუპული ქართველი იუნკერები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ და იუნკერების საფლავზე მემორიალური ქვა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ღონისძიებაზე საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

1921 წლის მარტს საქართველოს გასაბჭოება მოხდა, რის შემდეგაც, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა. თავისუფლებისთვის ბრძოლაში 50 იუნკერი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალბატონი იყო.

იუნკერების საფლავის ძიება და გათხრები 1990 წლის მაისში დაიწყო. ათკაციანი ჯგუფი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილია საბრძოლო იარაღი, ნივთები და გარდაცვლილთა ცხედრები. ნაწილის გადასვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მალევე მოხდა. 50-დან მხოლოდ 27 იუნკერის ვინაობის დადგენა მოხერხდა.

ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე