„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები - წილების გადაცემის პროცესში ყველა ვერ იქნება ჩართული, უნდა შეიქმნას შპს „რუსთავი 2 ჩემია“

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კოლექტივის გუშინ გამართულ შეხვედრაზე ტელეკომპანიის მფლობელების მიერ შეთავაზებული წინადადება განიხილეს.

„თანამშრომლების მოსაზრებით და გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შპს „რუსთავი 2 ჩემია“. კოლექტივმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩია წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი“, - ნათქვამია „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ძმები ყარამანიშვილები მზად არიან „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ”საქართველოს” წილის 51% კოლექტივს გადასცენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო