თამარ ტალიაშვილი კონფერენციაზე ,,ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ სიტყვით გამოვიდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ კონფერენციაზე ,,ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ სიტყვით გამოვიდა.

ყოველწლიური კონფერენცია, რომლის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო სექტორში, - USAID -ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) საქართველოში” ორგანიზებითა და თბილისის მერიის ხელშეწყობით წელს მესამედ ჩატარდა.

თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობებში გენდერულად დაბალანსებული ბიუჯეტის დაგეგმვის მნიშვნელობაზე. ასევე ისაუბრა ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაწორობის შესახებ“ ევროპული ქარტიის პრინციპების პოპულარიზაციაზე.

,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში ჩვენს ნორვეგიელ პარტნიორებთან ერთად შევქმენით გენდერული კომპონენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონის ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის პრინციპების დანერვას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატმა აუდიტორიას ასევე გააცნო ის კულტურული თუ საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია საზოგადოებრივ ასპარაზზე ქალების ფართოდ წარმოსაჩენად ახორციელებს. დეპუტატმა სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული იმ ცვლილებებების შესახებ ისაუბრა, რაც ბაგა-ბაღებიდან გაუმჯობესებული და დახვეწილი მომსახურების მიღების საშუალებას იძლევა.

,,იმისთვის, რომ ქალს დრო ჰქონდეს თავის პროფესიული საქმიანობისათვის, ამისათვის, რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტური საშუალება და მექანიზმი არის სკოლამდელი განათლების დაწესებულებები“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დეპუტატმა კიდევ ერთი მნივნელოვან პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მუნიციპალურ დონეზე კულტურული მეწარმეობის და კრეატიული ინდუსტრიების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ,,ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტი ,,ეთნოფესტი 2016“.

,,კულტურა და განათლება ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტია. ქალთა აქტიური მონაწილეობა კერძო და საჯარო სექტორში ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ლოკომოტივად უნდა ვაქციოთ“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მონისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი; პარლამენტის წევრი, განათლებისა, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში; საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ხატია წილოსანი; თბილისიის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ეკა ბურდილაძე;, USAID -ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი და სხვები.

ღონისძიების ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციაში - ლიდერი ქალი ბიზნესში, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. კონფერენციის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც მეწარმე ქალებმა თავიანთი კომპანია და პროდუქცია წარადგინეს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის