ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში, ბერძნულ-რომაულ სტილში, 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს . ვიცე-ჩემპიონები რამაზ ზოიძე (71) და გელა ბოლქვაძე (80) გახდნენ, ხოლო დათო ჩხარტიშვილმა (59) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავნებიდან უმედლოდ მხოლოდ კუკური კირცხალია (98) დარჩა.

ხვალ ტურნირზე მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის ედნარ შავაძე (66),ბაკურ გოგოლი (75), ლაშა გობაძე (85) და ზვიად პატარიძე (130) იბრძოლებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია