NIMD-ის კვლევის თანახმად, გენდერულად ყველაზე დაბალანსებული "რესპუბლიკური პარტიაა", დაუბალანსებელი კი - "ქართული ოცნება"

NIMD-ის კვლევის თანახმად, გენდერულად ყველაზე დაბალანსებული "რესპუბლიკური პარტიაა", დაუბალანსებელი კი - "ქართული ოცნება".

კვლევის "გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში" პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პოლიტიკური პარტიების გენდერული თანასწორობის ინდექსი პარტიებს აფასებს სამი ძირითადი განზომილებით: საარჩევნო, ინსტიტუციური და საპროგრამო. საბოლოო ჯამში კი დადგინდა გენდერული თანასწორობის ჯამური ინდექსი პოლიტიკურ პარტიებში, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: "რესპუბლიკელები" - 40.6%, "პატრიოტთა ალიანსი" - 32.4%, "ნაციონალური მოძრაობა" - 31.9%, "ლეობორისტები" - 26.6%, "დემოკრატიული მოძრაობა" - 23.3%, "თავისუფალი დემოკრატები" - 22.5%, "ქართული ოცნება" - 17.2%.

კვლევა 2015-16 წლებს მოიცავს. პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება NIMD-ის საქართველოს ოფისის მიერ პირველად 2014 წელს ჩატარდა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026