დავით დვალი - თუ ვინმეს ჰგონია, რომ სტრასბურგამდე ვერ მივალთ, ძალიან ცდებით

თუ ვინმეს ჰგონია, რომ სტრასბურგამდე ჩვენ ვერ მივალთ, ძალიან ცდებით, - ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები აცხადებენ, 5 წელია საქმე პროკურატურაშია და დღის სინათლე ჯერ კიდევ არ უნახავს.

დავით დვალის განცხადებით, მისი და ჯარჯი აქიმიძის ადვოკარი პროკურატურაში იყო და მას გამომძიებლის სახელიც არ უთხრეს.

”ჩვენი ადვოკატი წინა კვირას მისული იყო პროკურატურაში, სადაც გამომძიებლის სახელიც კი არ უთხრეს იმდენად ჩახვეულია ეს ამბავი”, - განაცხადა დავით დვალმა.

პრესკონფერენციაზე, ჯარჯი აქიმიძემ იმ დარღვევებზე ისაუბრა, რაც ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების მიმართ განხორციელდა.

”პროკურატურაში უკვე 5 წელია ეს საქმე დევს და აქამდე დღის სინათლე ვერ ნახა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საიტი გამოვიყენოთ ისევ ამ საქმისთვის. ჩვენს მიმართ დარღვეულია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლი - იძულება; 181-ე მუხლი -გამოძალვა, 333-ე მუხლი - სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება; საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21-ე - საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, მუხლი 24-ე - ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 10-ე - გამოხატვის თავისუფლება, მუხლი 13-ე - უფლება ეფექტურ ზომაზე, ოქმი 1-ლი, მუხლი 1-ლი - საკუთრების დაცვა. ეს არის ყველა ის მუხლი, რომელიც ჩვენს მიმართ არის დარღვეული. ჩვენ ყველა სამართლებრივი პირობა გვაქვს ვიდაოთ ამ ყველაფერზე არამარტო საქართველოში, არამედ უკვე ევროპაში”, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა