გიორგი კვირიკაშვილმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით დაკომპლექტებული დეპარტამენტი ფუნქციონირებს.

ლაბორატორია 100-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობაში განთავსებულია სასამართლო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური ექსპერტიზის, სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილებები. დეპარტამენტში 41 ადამიანია დასაქმებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია