ქუთაისში დღეს, სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერმინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, შს მინისტრი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ქალაქის ისტორიულ ცენტრში სასტუმროს 40 სტანდარტული და 5ლუქსის ტიპის ნომერი, ასევე ადაპტირებული ნომერი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს.
პროექტი საპარტნიორო ფონდმა "კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელთან" პარტნიორობით ააშენა. ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ფონდის თანამონაწილეობა 1.4 მლნ დოლარია.