დონალდ ტრამპმა 20 იანვრიდან დარიცხული ხელფასი, 78 333 დოლარი აშშ-ის ეროვნული პარკების  სამსახურს გადაურიცხა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვრიდან დარიცხული ხელფასი, 78 333 აშშ დოლარი აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურს გადაურიცხა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა.

„პრეზიდენტი ამაყობს იმით, რომ ამ წლის პირველი კვარტლის ანაზღაურება ეროვნულ პარკების სამსახურს გადასცა. აქ არის თითოეული პენი, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო“, - აღნიშნა შონ სპაისერმა შინაგან საქმთა მდივნისთვის რაიან ზინკისთვის ჩეკის გადაცემისას.

აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანმა რაიან ზინკემ აღნიშნა, რომ ეს თანხა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

„პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ფული სასარგებლოდ დაიხარჯება, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ისტორიული ბრძოლების ადგილების აღდგენაზე“, - თქვა შონ სპაისერმა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ხელფასზე, რაც წელიწადში 400 ათასს აშშ დოლარს შეადგენს. მისი თქმით, ეს თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა