გურამ რჩეულიშვილი - მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა, დეიდა ციხეში არიან - ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი

როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო, - ამის შესახებ გურამ რჩეულიშვილმა გლდანის საპყრობილის დატოვების შემდეგ განუცხადა.

გურამ რჩეულიშვილის თქმით, ბრალდებაზე ასე ორ სიტყვაში ვერ ისაუბრებს და მთავარი პრიორიტეტი მისთვის ციხიდან დედის გათავისუფლებაა, რაც ავტომატურ კავშირშია დაზარალებულების დაკმაყოფილებასთან.

”მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა, დეიდა ციხეში არიან და ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. თავს უდანაშაულოდ ვთვლი, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მკაცრია”, - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს და აქედან გამომდინარე პასპორტის ჩამორთმევას, რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ მისი მიმალვის საფრთხის არსებობა აბსურდია.

”როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო”, - აღნიშნა რჩეულიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: გუკა რჩეულიშვილის პირველი კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ: "შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს"

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია