„ბანკი ქართუ“ გოგა ონიანსა და ნუგზარ წიკლაურს სასამართლოში უჩივლებს

„ბანკი ქართუ“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გოგა ონიანსა და ნუგზარ წიკლაურს სასამართლოში უჩივლებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართუ ჯგუფიდან“ აცნობეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი განცხადება, სადაც „ბანკი ქართუ“ თაღლითობაში დაადანაშაულეს, წარმოადგენს ცილისწამებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ბრიფინგი, რომელშიც ამ პარტიის წარმომადგენლებმა „ბანკი ქართუ“ თაღლითობაში დაადანაშაულეს, წარმოადგენს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მორიგ ბოდვასა და ცილისწამებას, რის გამოც, მათ მოუწევთ პასუხისგება სასამართლოს წინაშე.

შპს "ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“-ს „ბანკ ქართუში“ აქვს საკრედიტო დავალიანება, ოღონდ არა 6 მლნ, არამედ რამოდენიმე ათეულჯერ უფრო ნაკლები. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულია უძრავი ქონება და ავტომობილები. 2016 წელს აღნიშნულმა კომპანიამ სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაიწყო გაკოტრების პროცესი, რაც გულისხმობს ყველა კრედიტორის, მათ შორის ბანკის ჩართულობას დარჩენილი დავალიანების ამოსაღებად. ბანკს შესაბამისი სარჩელით მოთხოვნილი აქვს საკრედიტო დავალიანების დაფარვა მხოლოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული, ბანკის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, რომლის ღირებულებაც აღემატება არსებულ დავალიანებას.

კომპანიის საკუთრებაში არსებულ, გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან) დაკავშირებით ბანკს მოთხოვნები არ დაუყენებია (გაკოტრების პროცესში ვერც დააყენებდა) სასამართლოში, შესაბამისად სააღსრულებო პროცედურები კომპანიის მიმართ ბანკის მოთხოვნის საფუძველზე არ მიმდინარეობს და ბანკის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა არ ადევს გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები არ იშლიან ბინძურ ტრადიციას და გაჭირვებული ადამიანების შეცდომაში შეყვანით, ისევ ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ ამჯერად ამ უპასუხისმგებლობისთვის და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარდგენა“,- აღნიშნულია „ქართუ ჯგუფის“ განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა" კომპანია "ქართულ საინვესტიციო ჯგუფ XXI“-ს და "ქართუ ბანკს" თაღლითობაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის წევრებმა გოგა ონიანმა და ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კომპანიამ "ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“ 10 წლის წინ 50-მდე მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, რომლის მიხედვითაც, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ ავტომობილები მძღოლებს დარჩებოდათ.

გოგა ონიანის განცხადებით, 2011 წელს კომპანიამ "ქართუ ბანკიდან" 6 მილიონიანი სესხი აიღო, რისი უზრუნველყოფაც აღნიშნული მანქანებით მოხდა. გოგა ონიანის განცხადებით, მძღოლებმა თანხის უდიდესი ნაწილი დაფარეს, თუმცა კომპანიამ ბანკს სესხი ვერ გადაუხადა და ამიტომაც, "ქართუ ბანკი" მძღოლებს მანქანებს ართმევს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის