აშშ-ს სახელმწიფო მდივანი - სირიაში ავიაბაზაზე განხორციელებული დარტყმები პროპორციულია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ სირიაში ავიაბაზაზე განხორციელებული დარტყმები „პროპორციულია“. ტილერსონმა ასევე, რუსეთი დაადანაშაულა 2013 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის განადგურებას შეეხება.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ დარტყმა პროპორციულია, ვინაიდან სამიზნე იყო ობიექტი, რომლიდანაც განხორციელდა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღით შეტევა. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და შემიძლია ვთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების უმეტესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს ქმედებებს“, - აღნიშნა რექს ტილერსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაში, ავიაბაზაზე დარტყმამდე და არც მის შემდეგ აშშ-ის მოსკოვთან კონტაქტი არ ჰქონდა.

„მოსკოვთან, ვლადიმერ პუტინთან კონტაქტი არც დარტყმამდე და არც დარტყმის შემდეგ არ გვქონია“, - დასძინა რექს ტილერსონმა.

აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. როგორც ცნობილი გახდა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ. ”ტომაჰავკის” ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.

საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია