კახა კალაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეწოლა განხორციელდა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კალაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეწოლა განხორციელდა.

“ის ყველაფერი, რაც ამ საქმის ირგვლივ კეთდებოდა, შეიძლება განხილული იქნას ზეწოლად. ჩვენ თუ გადავხედავთ ქრონოლოგიას ამ საქმეების მიმართ, დაწყებული ადგილობრივ მოსამართლეებზე ზეწოლით - ამის ფაქტები არსებობს, როდესაც მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, გინებები და ა.შ... შემდეგ იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან გაგზავნილი წერილები. ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ არის ირიბი ზეწოლა. პრეზიდენტმაც გააგზავნა წერილი, თუ არ ვცდები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის პრეზიდენტი, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოზე და ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს