აკაკი ზოიძე - დღეს რეალური თუთუნი აღარ არსებობს სიგარეტში, არის სხვადასხვა მინარევები, გაურკვეველი წარმოშობის გენეტიკური შხამების ნაკრები

დღეს რეალური თუთუნი აღარ არსებობს სიგარეტში. არის სხვადასხვა მინარევები, გაურკვეველი წარმოშობის გენეტიკური შხამების ნაკრები, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, თამბაქოს მწარმოებლები ადიქტიურობის გასაზრდელად ყოველწლიურად სხვადასხვა მინარევებს ხმარობენ.

აკაკი ზოიძემ ელექტრონული სიგარეტის რეგულაციებზეც ისაუბრა და განაცხადა, აუცილებელია რეგულაციები ამ კუთხითაც განხორციელდეს.

”ელექტრონულ სიგარეტთან მიმართებაში ამ კანონპროექტში არსებობს რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ ელექტრო სიგარეტი უნდა იყოს რეგულირებადი პროდუქტი. ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს რა დოზით და რა კანონმდებლობით ხდება ცვლილება. ფაქტია, რომ დღეს როგორც ხდება ელექტრონული სიგარეტის რეკლამირება როგორც სიგარეტის ჯანსაღი ალტერნატივის, ეს შეცდომაში შეყვანაა ადამიანების. შესაძლოა, ცალკეულ მუხლებზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ფაქტია, რომ რეგულირება აუცილებლად უნდა მოხდეს. არსებობს რიგი ქვეყნები, სადაც ცალკე კანონი არეგულირებს. არის უამრავი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ის ნივთიერებები, რომელიც ელექტრო სიგარეტშია ზიანის მომტანია. ყოველ შემთხვევაში, საბოლოო დასკვნა ამ თემაზე არ არის გამოტანილი”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა