სახალხო დამცველი - რატომ უნდა დაწესდეს კონსტიტუციაში შეზღუდვები სახალხო დამცველის არჩევაზე, როცა სხვა არჩევით თანამდებობებზე შეზღუდვები არ არსებობს

მე ვერ მოვისმინე თუ რატომ უნდა დაწესდეს კონსტიტუციაში შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, როცა სხვა არჩევით თანამდებობებზე მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში კვლავ მოხდება.

„მე ვერ მოვისმინე თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, როდესაც სხვა არჩევით თანამდებობებს მსგავსი შეზღუდვები არ ეხებათ. ამ საკითხზე კონსესუსი არ ყოფილა და მე ველოდები, რომ მისი განხილვა კომისიის ფარგლებში კვლავ მოხდება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

რაც შეეხება ზოგადად საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ საკითხებზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ვადა გახანგრძლივდეს და არ არის აუცილებელი მისი მუშაობა მხოლოდ რამდენიმე კვირით შემოიფარგლოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული მაქსიმალურად ბევრი ორგანო, ჯგუფი. რაც მთავარია ეს პროცესი არ უნდა იყოს ფორსირებული და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური. აუცილებელი არ არის, რომ რამდენიმე კვირაში დაასრულოს კომისიამ მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე, იქნებ თვე გაგრძელდეს იმ საკითხებზე მუშაობა, რისი განხილვის შესაძლებობაც კომისიის ფარგლებში არ ყოფილა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია